„როგორც მოგეხსენებათ, თელავში ისტორიული აეროდრომი იყო და გვინდა, რომ ამ ადგილზე მოვაწყოთ და ავაშენოთ ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურა – თელავის ახალი აეროპორტი. პროექტირება-მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და გვინდა, რომ აეროპორტმა პირველი მგზავრები უკვე 2024 წლის მაის-ივნისში მიიღოს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„თელავს თანამედროვე აეროპორტი ექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები, არამედ ტურისტებიც შეძლებენ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ და გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის, მესტიის, ამბროლაურის, ქუთაისის მიმართულებით", – განაცხადა პრემიერმა.
„თელავში აეროპორტი დამატებით მიზიდულობას შექმნის ტურისტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და გადააადგილება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ამ მიზნით მთავრობა რამდენიმე წელია ეხმარება ადგილობრივ კომპანიებს, ჩვენ ამ მიმართულებას კიდევ უფრო გავაფართოვებთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.