თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. კინჩხის ჩანჩქერთან ახალგაზრდა მამაკაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტში გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ადგილობრივი მკვიდრია, ჩანჩქერთან მეგობართან ერთად იმყოფებოდა, მას ფეხი დაუცურდა და კლდიდან გადავარდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.