მსოფლიო დღეს

თურქეთში მეტეორიტი ჩამოვარდა

ბოლიდი, სავარაუდოდ, შანლიურფას პროვინციაში ჩამოვარდა
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ღამით მეტეორიტი ჩამოვარდა, რამდენიმე პროვინციის ცაზე აალებული ფრაგმენტები ჩანდა, იუწყება NTV არხი.
„რამდენიმე პროვინციაში მეტეორიტის ცეცხლმოკიდებული ნატეხების დაცემის დროს ცა განათდა, თითქოს დღე ყოფილიყო“, - იუწყება არხი.
ბოლიდი, სავარაუდოდ, შანლიურფას პროვინციაში დაეცა და დაცემის პროცესი მალათიის, ერზრუმის, ელაზიღის, გაზიანთეპის პროვინციების მცხოვრებლებმა იხილეს.