თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ დენიზლიში ავტობუსს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა - ექვსი ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა, იუწყება ტელეარხი A Haber.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰონაზის პროვინციაში, ქვიშით დატვირთულმა მანქანამ მართვა დაკარგა, გადავიდა შემხვედრ ზოლში და გზაზე მიმავალ ავტობუსს შეეჯახა.
წინასწარი მონაცემებით, ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 43 დაშავდა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.