ქობულეთში მომხდარ ავარიას თურქეთის სამი მოაქალაქე ემსხვერპლა

შემოვლით გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება გამოცემა „ბათუმელები“
შემოვლითი გზის ქობულეთი- ჩაქვის მონაკვეთზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.
გარდაცვლილი მამაკაცები, რომელთა ასაკიც 25-38 წელია თურქეთის მოქალაქეები არიან.
რაც შეეხება დაშავებულებს, ერთი-ერთი ასევე თურქეთის მოქალაქეა. ხოლო მეორე საქართველოსი. სწორედ ის მართავდა ტრაილერს. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
„ბათუმელების“ ცნობით, მომხდარის გამო დღეს გადაკეტილი იყო ქობულეთის შემოვლითი გზის ქობულეთი-ჩაქვის მონაკვეთი. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.