პუტინი სი ძინპინს მალე შეხვდება

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური ბევრს აკეთებს მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მას მალე ექნება შეხვედრა ჩინეთის სახელმწიფო მეთაურთან სი ძინპინთან, იუწყება სააგენტო РИА Новости.
როგორც პუტინმა აღნიშნა ღია გაკვეთილის „საუბარი მნიშვნელოვანზე“ მსვლელობისას მონაწილეების კითხვებზე პასუხის დროს, მან ჩინეთის ლიდერთან რიგი საკითხები, მათ შორის, ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარება განიხილა.

„საკმაოდ მალე გვექნება ღონისძიება და შეხვედრა ჩინეთის სახელმწიფო მეთაურთან. ის მე მეგობარს მიწოდებს, მე სიამოვნებით ვუწოდებ მას ჩემს მეგობარს, რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც პირადად აკეთებს ბევრს რუსულ–ჩინური ურთიერთობებისა და კავშირების განვითარებისთვის, თან სხვადასხვა სფეროში“, – განაცხადა პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე აუცილებლად განიხილავენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარების მიმართულებით.