თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, მეტროს სადგურ „დელისთან" რამდენიმე ადამიანი პოლიციელებსა და მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამი ქალი მაღაზიიდან პროდუქციის მოპარვას ცდილობდა, ორი არასრულწლოვანი კი მათ გარეთ ელოდებოდა.
პოლიციელებსა და ჟურნალისტებს სწორედ არასრულწლოვნები დაუპირისპირდნენ, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.
მომხდარის შედეგად დაკავებულია ხუთი ადამიანი. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.