მსოფლიო დღეს

ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა: საჭიროა მეტის და უფრო სწრაფად გაკეთება

Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია მარტში დასახულ მიზანს, გადასცეს კიევს მილიონი საარტილერიო ჭურვი 12 თვის განმავლობაში, მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალა შეუკვეთონ საკუთარ თავდაცვით საწარმოებს, განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბორელი ამ თემაზე ჟურნალისტებს ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ესაუბრა ესპანეთის ქალაქ ტოლედოში.
მანამდე, მიმდინარე წლის მარტში ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 12 თვის განმავლობაში 1 მილიონ საარტილერიო ჭურვსა და რაკეტას მიაწვდიდნენ უკრაინას. თუმცა, ბორელის თქმით, ამ დრომდე კიევს მხოლოდ 224 ათასი ჭურვი და 2,3 ათასი რაკეტა გადაეცა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 1,1 მილიარდი ევროა. შესაბამისად, ევროკავშირი გასული ხუთი თვის განმავლობაში დასახულ მიზანს მეოთხედითაც არ მიახლოებია.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი და უფრო სწრაფად“, — განაცხადა ბორელმა.

ევროდიპლომატიის ხელმძღვანელმა შეთანხმების შესრულების მიზნით ევროკავშირის ქვეყნებისგან მეტი შეკვეთების განთავსება მოითხოვა ეროვნულ თავდაცვით მრეწველობაში.
გარდა ამისა, მანამდე ბორელმა კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის ფონდის შექმნის წინადადება წამოაყენა 2024-2027 წლებისთვის, საიდანაც უკრაინას ყოველწლიურად 5 მილიარდი ევრო გამოეყოფა. თუმცა დიპლომატმა იქვე აღნიშნა, რომ ეს ზღვრული თანხაა და არა მიზნობრივი მაჩვენებელი.
წყარო: Reuters