თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, VI კვარტლების, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და თევდორე მღვდლის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, სამგორი-II დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და საქნავთობის დასახლების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების, სადგურის, ჯაფარიძის, ორთაჭალის, კრწანისის და ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა და ბატონიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, დავით მგელაძის, შერვაშიძის, ძმები ხერხეულიძეების, ხუდადოვის, ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, ჟორდანიას და კვარაცხელიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.