„როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, მე პატივს ვცემ და ავაღორძინებ ნიქსონის მემკვიდრეობას, უარს ვიტყვი დამხმარე იდიოტების სისხლიან რიტორიკაზე, რომლებიც უკრაინაში წაუგებელ ომს ქადაგებენ — ომს, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ჩვენს ორ დიდ მოწინააღმდეგეს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი უკრაინაში, მით უფრო ცხადი ხდება, რომ გამარჯვებული მხოლოდ ერთია — ჩინეთი“, — მიაჩნია რამასვამის.
„კარგი გარიგება მოითხოვს, რომ მხარეებმა მისგან რაღაც მოგება მიიღონ. ამ მიზნით მე ვაღიარებ რუსეთის კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დავპირდები [მოსკოვს], რომ დავბლოკავ უკრაინის კანდიდატურას ნატოში — რუსეთის ჩინეთთან სამხედრო კავშირიდან გასვლის სანაცვლოდ. გავაუქმებ სანქციებს და დავაბრუნებ რუსეთს მსოფლიო ბაზარზე. ამ გზით რუსეთს აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის გეგმების შემაკავებელ სტრატეგიულ ფაქტორად ვაქცევ“, — ნათქვამია რამასვამის საპროგრამო სტატიაში.