ბაღდათის რაიონში ქვევრში ორი ადამიანი დაიღუპა

გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ქვევრში ჭაჭისგან გამოყოფილი გაზის დაგროვება გახდა.
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში ორი ადამიანი გაიგუდა ქვევრში, რომელშიც ჭაჭა იყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ჭაჭის ამოსაღებად ქვევრში ჩასული 40 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა და გონი დაკარგა. მის დასახმარებლად მეზობელი ჩავიდა, თუმცა ისიც ცუდად გახდა. ორივე ქვევრში გარდაიცვალა.
სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი ჭაჭისგან გამოყოფილი აირი გახდა.