თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველომ 2023 წლის შვიდ თვეში 628,1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 62 ტონა მოლუსკებისა და წყლის სხვა უხერხემლოების იმპორტი განახორციელა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე.
მედიაპლატფორმა „კომერსანტის" ინფორმაციით, იმპორტი ყველაზე დიდი ოდენობით თანხობრივად იტალიიდან, რაოდენობრივად კი ჩინეთიდან განხორციელდა.
იტალიიდან 214.830 დოლარის 1 ტონა მოლუსკი და უხერხემლოები შემოვიდა, ჩინეთიდან კი 145.790 დოლარის 33 ტონა.
გარდა ამისა, 58.930 დოლარის იმპორტი განხორციელდა ნიდერლანდიდან, 57.910 დოლარის – პორტუგალიიდან, ორივე ქვეყნიდან 7–7 ტონა.