თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმის სასტუმროში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, იუწყება გაზეთი Yeni Şafak.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტისას 17 და 22 წლის სამი ახალგაზრდა დაიჭრა, ხოლო 28 წლის მამაკაცი დაიღუპა.
დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
არსებული ცნობით, შეიარაღებული კონფლიქტი ოტელის სამ ბინადარსა და სამ უცხო პირს შორის მოხდა, რომლებიც სასტუმროში ავტომობილით მივიდნენ.
ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ამ დროისათვის თავდამსხმელთა ვინაობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. პოლიციამ გამოძიება და ფართომასშტაბიანი ძებნა დაიწყო.