თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოს იარაღის მწარმოებელ უდიდეს კომპანიებს, რომელთა შორის არიან ამერიკული და ევროპული კომპანიები, თავიანთი საოპერაციო და საწარმოო სიმძლავრეები იაპონიაში გადააქვთ იმ ფონზე, როდესაც ტოკიო თავდაცვითი ბიუჯეტების შესაძლო გაზრდისთვის ემზადება, იუწყება Nikkei Asia.
არსებული ცნობით, ბრიტანული BAE Systems თავისი ოპერაციების ზედამხედველობის ფუნქციებს მალაიზიიდან იაპონურ ოფისში წლის ბოლოსთვის გადაიტანს, ხოლო ამერიკულმა კომპანია Lockheed Martin-მა უკვე გადაიტანა აზიის შტაბ-ბინა სინგაპურიდან იაპონიაში.
არსებული ცნობით, ბრიტანული BAE Systems თავისი ოპერაციების ზედამხედველობის ფუნქციებს მალაიზიიდან იაპონურ ოფისში წლის ბოლოსთვის გადაიტანს, ხოლო ამერიკულმა კომპანია Lockheed Martin-მა უკვე გადაიტანა აზიის შტაბ-ბინა სინგაპურიდან იაპონიაში.
„იაპონიიდან ამერიკული აეროკოსმოსური და თავდაცვითი კომპანია ასევე გააკონტროლებს ოპერაციებს სამხრეთ კორეაში, ტაივანსა და სხვა ბაზრებზე“, — ნათქვამია სტატიაში.
როგორც Nikkei აღნიშნავს, სხვა ქვეყნებიდან თავდაცვითი კომპანიების იაპონიაში შედინებამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ადგილობრივ მწარმოებლებს და „კიდევ მეტად შეამციროს მათი მოგება, მაგალითად, საფასო კონკურენციის გაძლიერების შედეგად“.
იაპონიის თავდაცვის ბიუჯეტი 2023-2027 წლებისთვის 43 ტრილიონ იენს (დაახლოებით 294,2 მილიარდი დოლარი) შეადგენს, რაც წინა ხუთწლიანი გეგმაზე 1,5-ჯერ მეტია.
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, იაპონიის თავდაცვის ბიუჯეტი 2022 წელს მსოფლიოში მე-10 ადგილზე იყო და მსოფლიო სამხედრო ბიუჯეტების 2% შეადგენდა. პირველ სამეულში შედიოდნენ აშშ, ჩინეთი და რუსეთი.
აგვისტოს დასაწყისში სააგენტო Kyodo-მ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ შესაძლოა 2024 ფინანსური წლის თავდაცვის ბიუჯეტის რეკორდულ 7 ტრილიონ იენამდე (48,92 მილიარდი დოლარი) გაზრდა მოითხოვოს. გარდა ამისა, იაპონიამ ცოტა ხნის წინ გააფართოვა იმ სამხედრო ტექნიკის სია, რომლის ექსპორტიც ნებადართულია. ჟურნალისტები ხელისუფლების მოქმედებას აღმოსავლეთ აზიაში უშიშროების მდგომარეობის გაუარესებით ხსნიდნენ.