თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 29 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის და ზურაბ ავალიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ვახტანგ ლეჟავას, მიხეილ თუმანიშვილის, მიხეილ თამარაშვილის, წერეთლის, ფალიაშვილის, კავსაძის, ბარნოვის, ირაკლი აბაშიძის, ტიციან ტაბიძის, გრიგოლ მუხაძის და დარიალის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), მურმან ლებანიძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და ბორჯომის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.