ყაზბეგობა-2023: რა ღონისძიებები ელის სტუმრებს სტეფანწმინდაში

ყაზბეგობა სახალხო დღესასწაულია, რომელსაც ხევში ყოველწლიურად აღნიშნავენ.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. მცხეთა- მთიანეთში სახალხო დღესასწაულს - ყაზბეგობას აღნიშნავენ.
საზეიმო ღონისძიებები სტეფანწმინდის სპორტულ მოედანზე 12 საათზე დაიწყო და 23 საათამდე გაგრძელდება.
ყაზბეგობა 2023 -ზე მისულ სტუმრებს ელოდებათ ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი და გასტრონომიული პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, წიგნების გამოფენა გაყიდვა.
სოფელ ფანშეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება დოღი.
დღესასწაულზე დაგეგმილია ასევე ფოლკლორული სეტი რეგიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით.
სტუმრები იხილავენ ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, ხრიდოლის სანახაობას, შეჯიბრს მკლავჭიდში. ბოლოს კი ღონისძიებებს დაასრულებს კონცერტი ნატო გელაშვილის, ძმები ჭოხონელიძეების და გიგა პაპასკირის მონაწილეობით.