საპატრულო პოლიციის ავტოპარკი ახალი ავტომობილებით შეივსო

ავტომობილები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი Renault-ს და Škoda-ს მარკის 130-მდე ახალი ავტომობილით განახლდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტომობილები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება. ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა მაღალი გამავლობის ავტომობილები, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა განკუთვნილი.
საპატრულო პოლიციის ავტოპარკი ახალი ავტომობილებით შეივსო
„ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლება უფრო მეტად შეუწყობს ხელს პატრულ-ინსპექტორების საქმიანობის განხორციელებას.
საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება.
წყარო - შსს