მომღერალი ბიონსე ქართველი დიზაინერის სამოსით გამოჩნდა

ბიონსე ადრეც გამოჩნდა ქართველი დიზაინერის ლუქებით - არტისტი ორჯერ გამოვიდა სცენაზე David Koma-ს მიერ შექმნილი სამოსით.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბიონსე მსოფლიო ტური Renaissance-ს ფარგლებში გამართულ კონცერტზე ქართული ბრენდი Situationist-ის კაბით წარდგა.
ბიონსეს მსოფლიო ტური გაზაფხულზე სტოკჰოლმში დაიწყო, მას შემდეგ შემსრულებელმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ოცზე მეტი ქალაქი მოიარა.
ბიონსე კონცერტებისთვის გულდასმით ირჩევს სამოსს და ამაში მას სტილისტები შიონა ტურინი და კარენ ლენგლი ეხმარებიან. არიზონაში გამართულ კონცერტზე მომღერალი გამოჩნდა კაბით, რომელიც ქართული ბრენდი Situationist-ის მიერ Yaspis-თან თანამშრომლობით შეიქმნა.
ქართული ბრენდი Situationist პარიზის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი >>
ბიონსე ადრეც გამოჩნდა ქართველი დიზაინერის ლუქებით. არტისტი ორჯერ გამოვიდა სცენაზე David Koma-ს მიერ შექმნილი სამოსით. დავიდ კომახიძის ერთ-ერთი სამოსი სპეციალურად Renaissance-თვის შეიქმნა.
ბრენდი Situationist დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ 2015 წელს შექმნეს, ახლა ბრენდს მხოლოდ ირაკლი რუსაძე უძღვება. მათი შემოქმედება მოიწონა ამერიკელმა მოდელმა ბელა ჰადიდმა, რომელიც არაერთხელ გამოჩნდა Situationist-ის სამოსით, ასევე კიმ კარდაშიანმა და სხვებმა