ბედნიერი ოჯახი - სექსი, შეხედულებები, როლები...

რატომაა, რომ ზოგიერთი ოჯახი ჰარმონიასა და ბედნიერებაში ცხოვრობს მრავალი წლის განმავლობაში, ხოლო ზოგი მალევე ინგრევა? წარმატებულ ურთიერთობებს ხუთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უდევს საფუძვლად. თითოეულს გაფრთხილება სჭირდება, რადგან ისინი წარმატებული ქორწინების საძირკველია.
Sputnik
ბედნიერი ქორწინების საფუძვლად ცნობილი ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი ხუთ ძირითად ფაქტორს მიიჩნევს. ეს ფაქტორებია: სექსუალური ჰარმონია, საერთო შეხედულებები, როლების სწორი გადანაწილება, ფსიქიკის განსაკუთრებული მახასიათებლები, ოჯახში ყოფნის სურვილი.
სექსუალური ჰარმონია
როგორც ერთ-ერთმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, ადამიანების დაახლოებით 85% მიიჩნევს, რომ ქორწინების ძირითადი საძირკველი კარგი სექსია.

„კარგი სექსი“ გულისხმობს, რომ წყვილს მსგავსი ან იდენტური უპირატესობები აქვს ინტიმურ სფეროში, ასევე ლიბიდოს ერთნაირი დონე. თუ მამაკაცს სექსი თვეში ერთხელ სურს, ხოლო ქალს – ყოველდღე, ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის. ან, თუ ქალს იზიდავს „ნაზი“ სექსი, ხოლო მამაკაცს – „უხეში“, ესეც უთანხმოების მიზეზი შეიძლება გახდეს. ბედნიერ ოჯახებში ადამიანებს შეუძლიათ დალაპარაკება, შეთანხმება და ერთმანეთისთვის კმაყოფილების მინიჭება.
კარგი მამა, მამის ინსტინქტი და სოციალური სიყვარული...>>
საერთო შეხედულებები
ბედნიერი შეიძლება იყოს სანტექნიკოსისა და აკადემიკოსის ოჯახი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ თანხმობა იყოს ბავშვების აღზრდის, ბიუჯეტის მართვისა და ცხოვრებისეული გეგმების კუთხით. ანუ, თუ ერთ-ერთ მეუღლეს სურს მოგზაურობა, ხოლო მეორეს სახლში ყოფნა ურჩევნია, ეს უთანხმოების მიზეზი ხდება. თუ ადამიანებს ერთნაირი ან მსგავსი შეხედულებები აქვთ თანაცხოვრებაზე, წყვილი დიდხანს „უძლებს“ ერთმანეთს.
არც ასაკი, არც სილამაზე: რაში ვლინდება სექსუალობა
როლების სწორი განაწილება
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მამაკაცის საქმეა ფულის შოვნა და ქალის – სახლის მიხედვა. თუ მამაკაცი თავს მშვენივრად გრძნობს გაზქურასთან, ხოლო ქალს კარიერული ზრდა ურჩევნია, არანაირი პრობლემა აქ არ არის. თუ ოჯახში თითოეული საკუთარი თავის რეალიზებას ახდენს ისე, როგორც მისთვის ბუნებრივი და ადვილია, მაშინ შეიძლება ბედნიერ ქორწინებაზე ვისაუბროთ.
ფსიქიკის განსაკუთრებული მახასიათებლები
ადამიანები პოლიგამიური არსებები არიან. უფრო ზუსტად, ადამიანებს აქვთ ის, რასაც ბიოლოგები „სერიულ მონოგამიას“ უწოდებენ – ისინი გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობენ ერთ პარტნიორთან, შემდეგ მეორეს პოულობენ. მაგრამ სულ ასეც არაა. არიან სრულიად პოლიგამიური და სრულიად მონოგამიური ადამიანები და ამ გრადაციების შიგნით არის კიდევ „საშუალო“ დონეების უსასრულო რიცხვი.
რატომ არ თხოვდება ქალი?>>
მაგალითად, თუ ადამიანი „მონოგამიურ“ პოლუსთან არის ახლოს, მისთვის ბევრად ადვილია ურთიერთობების შენარჩუნება ერთ პარტნიორთან მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც სხვისთვის ძალიან რთულია, ხოლო ვინც „პოლიგამიურ“ ზღვართან არის ახლოს – საერთოდ წარმოუდგენელი. აქ საჭიროა გვესმოდეს, რომ ეს ბუნებაა, ბუნებრივია – არ ებრძოლო საკუთარ თავს და „სხვად გადაკეთება“ არ სცადო.
საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში – დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება
ოჯახში ყოფნის სურვილი
არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ქორწინებისთვის არ არიან შექმნილი. მათ, შესაძლოა, ჭკუის დაკარგვამდე უყვარდეთ პარტნიორი, მაგრამ ოჯახში, როგორც ასეთში, თავს ვერ გრძნობდნენ მყუდროდ. ამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ მეუღლეობა – ეს ბედნიერი ცხოვრების აბსოლუტურად არასავალდებულო შემადგენელი ნაწილია. ვიღაცას ის სჭირდება, ვიღაცას – არა. და ეს განაჩენი არ არის: შეიძლება განვლო შესანიშნავი ცხოვრება სხვადასხვაგვარ ურთიერთობებში.
იჩხუბეთ, მაგრამ... ანუ როგორ ავირიდოთ თავიდან სერიოზული კონფლიქტი ოჯახში>>

თუმცა, თუ ადამიანებს სჭირდებათ სწორედ ქორწინება კლასიკური, ტრადიციული გაგებით, მათ ოჯახის შენარჩუნების მოტივაციაც აქვთ. ასეთი ადამიანები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ამ ინსტიტუტმა განაგრძოს ჰარმონიული არსებობა.