თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ცნობილი იაპონელი მომღერალი ტოკიკო კატო გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის მუზეუმს ეწვია მირზაანში.
იაპონელი მომღერალი ტოკიკო კატო ფიროსმანის მუზეუმში
© Niko Pirosmanashvili State Museum
ფიროსმანის სახლ-მუზეუმში კატომ მონაწილეობა მიიღო სახლებისა და ეზოების ფასადების მოხატვაში ფიროსმანის შემოქმედების მოტივებზე. პროექტის ინიციატორია მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალისტი, თვითნასწავლი მხატვარი ბელა ლობჟანიძე მხატვარი ბავშვების ჯგუფთან ერთად.
იაპონელი მომღერალი ტოკიკო კატო ფიროსმანის მუზეუმში
© Niko Pirosmanashvili State Museum
ტოკიკო კატო 79 წლის მომღერალი, კომპოზიტორი, სიმღერების ტექსტის ავტორი და მსახიობია. მისი დებიუტი 1965 წელს შედგა და ამას თავბრუდამხვევი წარმატებები მოჰყვა.
იაპონელი მომღერალი ტოკიკო კატო ფიროსმანის მუზეუმში
© Niko Pirosmanashvili State Museum
57-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ტოკიკო კატომ გამოუშვა 80-ზე მეტი ალბომი, შექმნა უამრავი ჰიტი, რომლებიც დღემდე პოპულარულია.
იაპონელი მომღერალი ტოკიკო კატო ფიროსმანის მუზეუმში
© Niko Pirosmanashvili State Museum
სწორედ ტოკიკო კატოს შესრულებით მოიპოვა პოპულარობა იაპონიაში ალა პუგაჩოვას სიმღერამ „მილიონი ვარდი". სიმღერის ტექსტს საფუძვლად უდევს ფიროსმანის სიყვარულის ლეგენდა აქტრისა მარგარიტას მიმართ.