თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. უკრაინის მოქალაქეს, რომლის ჩანთაშიც ქართველმა მებაჟეებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ აღმოაჩინეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით (9,3 კგ) ნივთიერება უკრაინის მოქალაქის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად იქნა აღმოჩენილი. „კეტამინი" სამალავში 3 შეკვრად დაფასოებულ პოლიეთილენის შეფუთვებში იყო მოთავსებული.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოტროპული ნივთიერების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, რადგან მას მხოლოდ ჩემოდნის გადმოტანა სთხოვეს. დაკავებული დედაქალაქში სტამბული–თბილისის ავიარეისით ჩამოვიდა, იუწყება ტელეარხი.