მსოფლიო დღეს

კიევის სარჩელი მოსკოვის წინააღმდეგ: გაეროს სასამართლომ მოსმენების თარიღი დაასახელა

Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. გაეროს საერთაშორისო სასამართლო (ჰააგა) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის ფარგლებში მოსმენებს 18-27 სექტემბერს გამართავს, იუწყება სასამართლოს პრეს-სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელი რუსეთის მიერ გენოციდის შესახებ 1948 წლის 9 დეკემბრის კონვენციის დარღვევას შეეხება. მოსმენები რუსეთის მხრიდან გამოთქმულ წინასწარ წინააღმდეგობებს მიეძღვნება.
როგორც სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი, სხდომების დროს სიტყვა მიეცემა რუსეთის, უკრაინის, ასევე 30-ზე მეტი დასავლური ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც მესამე მხარეებად არიან დაშვებული სარჩელის განხილვაში.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც „მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ასეთი პრაქტიკა ეწინააღმდეგება ინსტანციის წესებსა და მართლმსაჯულების ზოგად პრინციპებს“.
უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი 2022 წლის 26 თებერვალს შეიტანა. სარჩელში კიევი უარყოფს, რომ დონბასში მოხდა გენოციდი, რომელიც რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების ერთ-ერთ მიზეზად იქცა. ამასთან დაკავშირებით უკრაინული მხარე სასამართლოსგან მოითხოვს აღიაროს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში და მის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის.
წყარო: INTERNATIONAL COURT OF JUSTICE