უბედური შემთხვევა ჩაქვში: მამაკაცი ტრაქტორმა მოიყოლა

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. დაბა ჩაქვში 50 წლამდე მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოხვდა და მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ერთ-ერთ სახელოსნოში დღეს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ტრაქტორის მძღოლი იყო და სახელოსნოში იყო დასაქმებული.
„როგორც გავიგეთ, სახელოსნოში მუშაობდა. ის ჯერ ტრაქტორიდან ჩამოვარდა, შემდეგ ტრაქტორი ამოყირავდა და მძღოლი ქვეშ მოიყოლა", – ამბობენ ადგილობრივები.
მათი თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დამხმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა მამაკაცი გარდაიცვალა.
ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება შეისწავლის.