მსოფლიო დღეს

BRICS-ის სამიტზე გლობალური სამხრეთის პრობლემებს განიხილავენ

Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში გამართული BRICS-ის სამიტი გლობალური სამხრეთის პრობლემების განხილვის პლატფორმას შექმნის, განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.
პრემიერის განმარტებით, ის იოჰანესბურგში მიემგზავრება, სადაც, უშუალოდ სამიტის გარდა, ასევე მიიღებს მონაწილეობას ფორუმის სხვა ღონისძიებებში — „აფრიკა აუტრიჩი“ და „BRICS პლუსი“.

„სამიტი გლობალური სამხრეთისა და განვითარების სხვა სფეროების პრობლემების განხილვის პლატფორმას შექმნის", — დაწერა მოდიმ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).

BRICS-ის სამიტი იოჰანესბურგში 22-24 აგვისტოს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერები. რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარადგენს. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამიტში მონაწილეობას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიიღებს.