ბავშვებზე ძალადობა: 2023 წლის პირველი ნახევრის მონაცემები

სააგენტოს რეკომენდაციაა, ბავშვებზე ძალადობის ფაქტის დროს მოქალაქეებმა დარეკონ "ცხელი ხაზის" ნომერზე – 111.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ 2023 წლის პირველ ექვს თვეში ბავშვებზე ძალადობის შესახებ 793 შეტყობინება მიიღო, დადასტურდა 171 ფაქტი, ნათქვამია უწყების სტატისტიკურ მონაცემებში.
რაც შეეხება გასული წლის სტატისტიკას, 2022 წელს სააგენტოში შევიდა 4.131 განცხადება არასრულწლოვნებზე ძალადობის შესახებ. ფაქტი დადასტურდა 1.781 შემთხვევაში.
2021 წელს სააგენტოში შევიდა ინფორმაცია 1.904 ძალადობის თაობაზე, საიდანაც დადასტურდა 714 შემთხვევა. 2020 წელს 1.818 შემთხვევიდან 618 დადასტურდა.
ოჯახური ძალადობა საქართველოში - ახალი სტატისტიკა>>
ბავშვებზე ძალადობის ფაქტების შემთხვევაში რეკომენდებულია „ცხელი ხაზის" ნომერზე - 111 დარეკვა, ხოლო ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის – 116 006, აღნიშნავენ უწყებაში.