თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 23 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კეცხოველის, კერესელიძის, შულენბურგის, წყაროთუბნის, ვეკუას, ჯაბიძის, ნანეიშვილის, ხევძმარის, ბოჭორიშვილის და მწვანე ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის, ხორნაბუჯის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.