თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 22 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების ავჭალა-1, ხევძმარის, უწერის, გობრონიძის, შეშელიძის, კორინთას და ბრონშტეინის ქუჩების მოსახლეობას.
13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V, VI, VII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ხიზანიშვილის, კობახიძის, ვეკუას, ქერჩის და მირაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VI კვარტლის და კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.