ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

ცერემონია აკადემიის 104 წლის იუბილეს მიეძღვნა - წელს ბაკალავრიატი 67 იუნკერმა, ხოლო უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი 54 მსმენელმა დაასრულა.
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. გორში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის მეცხრე და საკანდიდატო კურსის მეთვრამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
დღეს ეროვნული თავდაცვის აკადემია ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს.
გორში საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაბადების დღე აღნიშნეს
ცერემონია აკადემიის 104 წლის იუბილეს მიეძღვნა. წელს ბაკალავრიატი 67 იუნკერმა, ხოლო უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი 54 მსმენელმა დაასრულა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა.
მან სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში ახალგაზრდა ოფიცრების როლი.
გორში საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაბადების დღე აღნიშნეს
ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. თავდაცვის მინისტრმა კურსდამთავრებულებს დიპლომები, ხოლო წარჩინებულებს ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა.
კურსდამთავრებულ იუნკერებს, ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, ასევე მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობაში.
გორში საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაბადების დღე აღნიშნეს
ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, მიიღეს ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება, გაიარეს სამთო მომზადების საბაზისო კურსი და იმყოფებოდნენ სტაჟირებაზე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში.
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია 1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დღის წესრიგში დადგა ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების საკითხი.
გორში საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაბადების დღე აღნიშნეს
„იუნკერთა სამხედრო სკოლამ“ ფუნქციონირება დაიწყო 1919 წლის 20 აგვისტოს. სწორედ ეს თარიღი განისაზღვრა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღედ.