თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2023 წლის მეორე კვარტალში 1,4 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 41,1%-ით აღემატება 2022 წლის აპრილ-ივნისის მაჩვენებელს, იუწყება „საქსტატი“.
„საქსტატის" მონაცემებით, ქართულმა აეროპორტებმა იანვარ-მარტში მიიღეს 45,1%-ით მეტი მგზავრი, ვიდრე 2022 წლის მეორე კვარტალში, აეროპორტებიდან გაფრინდა დაახლოებით 699,8 ათასი ადამიანი (37,2%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის მეორე კვარტალში).
2023 წლის მეორე კვარტალში აეროპორტებში მგზავრთნაკადის 96,7% რეგულარულ რეისებზე მოდის.
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში აეროპორტებში ტვირთის ნაკადმა 4,6 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 87% მიღებული ტვირთია, ხოლო 13% – გაგზავნილი.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 6,1 ათასი სამგზავრო რეისი შესრულდა, რაც 32,6%-ით ნაკლებია 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით.
სტატისტიკის მიხედვით, უშუალოდ საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 65,5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 147,6 მილიონი მგზავრ/კილომეტრი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 77,5%-ით მეტია 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა – 69,5%-ით მეტი.
„საქსტატის" მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 10,3 ათასი ტონა ტვირთი, ტვირთბრუნვის მოცულობამ შეადგინა 16,7 მილიონი ტონა/კილომეტრი. გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, გადატანილი ტვირთის მოცულობა და ტვირთბრუნვის მოცულობა ორჯერ შემცირდა.