ცაგარეიშვილი: მშვიდობამ ახალი სამუშაო ადგილები მოიტანა

სადაც არის მშვიდობა, იქ ვითარდება ბიზნესი, განაცხადა ცაგარეიშვილმა
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. უმუშევართა რაოდენობის შემცირება პირდაპირ უკავშირდება მშვიდობიან სიტუაციას და ბიზნესის განვითარებას, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა
უმუშევართა რაოდენობა 2023 წლის მეორე კვარტალში 14,6 ათასით, ანუ 5,2%-ით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 266,9 ათასი ადამიანი შეადგინა.
რა ახდენს საქართველოში დასაქმების ზრდაზე გავლენას - მინისტრის მოადგილის მოსაზრება >>
„ტურიზმის განვითარებასთან ერთად თანმდევია მომსახურების სფეროს განვითარება, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესების განვითარება - აქ იქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი. ეს არის ჯაჭვი. ეს ყველაფერი მოიტანა მშვიდობამ ქვეყანაში - სადაც არის მშვიდობა, იქ ვითარდება ბიზნესი“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16,7 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 18%-ს შეადგენდა.
საქართველოში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48,7 ათასი ადამიანით (5,6%) გაიზარდა და 916,7 ათასი ადამიანი შეადგინა. თვითდასაქმებულთა რაოდენობა 9 ათასით (2,2%) გაიზარდა და 410,2 ათასი შეადგინა.