მსოფლიო დღეს

ტყის ხანძრები კანადაში: ბრიტანულ კოლუმბიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადაში ტყის ხანძრები მძვინვარებს: ქვეყანაში დამწვარი ტერიტორიების ფართობმა 13 მილიონ ჰექტარს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ქვეყანაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, ნათქვამია ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაში.
კანადაში ძლიერი ხანძრები კვლავ მძვინვარებს. კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ბილ ბლერმა აღიარა, რომ ხანძრებთან დაკავშირებული მდგომარეობა ამ საუკუნეში ყველაზე ცუდია.
„ბრიტანეთის კოლუმბია აცხადებს საგანგებო მდგომარეობას პროვინციაში გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების პროგრამის შესახებ კანონის შესაბამისად, რათა ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდეს ნებისმიერი ბერკეტი რომელიც დაგვჭირდება ვითარების განვითარების კვალდაკვალ საზოგადოების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია პროვინციის მთავრობის ვებსაიტზე.
ჩრდილოეთ კანადაში იელოუნაიფის მცხოვრებლებს უბრძანეს ტერიტორიის დატოვება, რადგან ტყის ხანძარი ქალაქს უახლოვდება, იტყობინება CTV News.
კანადის ტყის ხანძრების სამთავრობათაშორისო ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში დამწვარი ტერიტორიების ფართობმა 13 მილიონ ჰექტარს მიაღწია.