თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 18 და 19 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ამინდის გაუარესება განსაკუთრებით კავკასიონის ჩრდილოეთ მთიან და მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.