საზარელი ავტოავარია კახეთში: დაიღუპნენ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".
ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. მომხდარის შედეგად ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბავშვი გარდაიცვალნენ, მეორე შვილი კი, რომელიც 7 წლისაა, დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ამობრუნდა.
ავტომობილში მყოფი ცოლ-ქმარი და ოთხი წლის ბავშვი მძიმე ტრავმებით გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება მეორე მოზარდი.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.