თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფიდან" საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული 24,1 ტონა ცხოველთა საკვები ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ცხოველთა საკვები საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ შემოწმდა.
„ცხოველთა საკვების იდენტურობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა", – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.