თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. თურქეთის ხელისუფლება მზადაა უკრაინის პორტებიდან გამოსულ მარცვლეულით დატვირთულ გემებს ბოსფორის სრუტეზე გატარების გარანტია მისცეს, აცხადებს ტელეკომპანია Haber Global თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით.
„რამდენადაც ვიცით, უკრაინიდან ხომალდები არ დადიან. თუ ისინი გამოჩნდებიან, მათ ბოსფორზე გაატარებენ", — ციტირებს ტელეკომპანია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების სიტყვებს.
რუსეთმა 18 ივლისიდან შეწყვიტა მონაწილეობა შავი ზღვის ინიციატივის მარცვლეულის გარიგებაში, რომელიც უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით გატანას ითვალისწინებდა. უკრაინამ მარცვლეულის გადამზიდი სავაჭრო გემებისთვის საზღვაო დერეფნები გახსნა. გუშინ, 16 აგვისტოს ოდესის პორტიდან პირველი გემი გავიდა, რომელმაც დროებითი დერეფანი გამოიყენა. Marine Traffic-ის მონაცემებით, გემს თურქეთის პორტ ამბარლისკენ აქვს გეზი აღებული.