თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ბელარუსის მთავრობამ უკრაინასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააუქმა, ნათქვამია რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილებაში, რომელიც ეროვნულ სამართლებრივ ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.
„გაუქმდეს შეთანხმება ბელარუსის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტსა და უკრაინის მთავრობას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერა მინსკში 1994 წლის 16 დეკემბერს", – წერია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ბელარუსის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს 2003 წელს ხელმოწერილი მთავრობათშორისი პროტოკოლი ამ შეთანხმებაში შესწორებების შეტანის შესახებ.
დადგენილება ძალაში 15 აგვისტოს შევიდა.
ბელარუსის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, აცნობოს უკრაინას ამ დოკუმენტების გაუქმების თაობაზე.
ბოლო დროს უკრაინა ბელარუსთან გაფორმებული რამდენიმე შეთანხმებიდან გავიდა. თავის მხივ, ბელარუსის ხელისუფლება ეროვნულ სამართლებრივ დონეზე აფორმებს ამ დოკუმენტების მოქმედების შეწყვეტას.