რამდენი სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება საქართველოში - ახალი მონაცემები

ხელისუფლება 2026 წლამდე 800 სკოლის განახლებასა და აშენებას გეგმავს, სადაც 230 ათასი მოსწავლე ისწავლის.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ახალი სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობაზე კონტრაქტები გააფორმა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მთავრობის ინფორმაციით, უკვე გაფორმებულია კონტრაქტები 130 საბავშვო ბაღისა და 80 ახალი სკოლის მშენებლობაზე.
ხელისუფლება 2026 წლამდე მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 800 სკოლის განახლებასა და აშენებას გეგმავს, სადაც 230 ათასი მოსწავლე ისწავლის.
სკოლების მშენებლობისა და რემონტის საერთო ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარი იქნება.