თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–ივლისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 27,5%-ით გაიზარდა და 2.668,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ შვიდ თვეში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2023 წლის იანვარი–ივლისი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა % |
რუსეთი | 1.122,1 | 40,7 |
იტალია | 295,2 | 20,9 |
აშშ | 236,8 | 34,5 |
საბერძნეთი | 138,6 | 7,9 |
ისრაელი | 124,6 | 11,3 |
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.122,1 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 44,8%-ია.
ივლისში გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2023 წლის ივლისში 1,6%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 301,1 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2023 წლის ივლისი
ქვეყანა | გადმორიცხვის მოცულობა მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა % |
რუსეთი | 73,8 | -26,6 |
იტალია | 45,3 | 26,1 |
აშშ | 40,0 | 40,1 |
საბერძნეთი | 21,6 | 12,9 |
გერმანია | 20,5 | 40,3 |
ივლისში რუსეთიდან 73,8 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 24,5%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,6%-ით ნაკლებია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,4 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივლისთან შედარებით 2,5%-ით მეტია.
2023 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან უცხოეთში 201 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,4%-ით მეტია.