კატლეტისთვის დაგჭირდებათ:
გაყინული ორაგულის სტეიკი — 5-6 ცალი;
წყალი — 2 ლიტრი;
დაფნის ფოთოლი — 4 ცალი;
სურნელოვანი პილპილი — 1 ჩაის კოვზი;
წითელი ბულგარული წიწაკა — 1 ცალი;
კონსერვირებული სიმინდი — ½ ჭიქა;
პირშუშხა — 1 ჩაის კოვზი;
მდოგვის მარცვლები — 1 ჩაის კოვზი;
მაიონეზი — 1/2 ჭიქა;
კვერცხი — 1 ცალი;
კამა — 2 სუფრის კოვზი;
ოხრახუში — 2 სუფრის კოვზი;
მარილი და შავი პილპილი — გემოვნებით;
კარგი ხარისხის ზეთი — ½ ჭიქა;
საფანელი.
ტარტარის სოუსისთვის დაგჭირდებათ:
მაიონეზი — 1 ჭიქა;
დაჭრილი ჯონჯოლი — 2 სუფრის კოვზი;
ნახევარი ლიმონის ცედრა;
ლიმონის წვენი — 2 სუფრის კოვზი;
მდოგვის მარცვლები — 1 ჩაის კოვზი;
ოხრახუში — 2 სუფრის კოვზი;
მარილი და შავი პილპილი — გემოვნებით.
მომზადების წესი
ადუღებულ წყალში ჩაყარეთ დაფნის ფოთოლი და პილპილი, შემდეგ მოათავსეთ ორაგულის ნაჭრები. ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.
სანამ თევზი იხარშება, მოამზადეთ ტარტარის სოუსი.
ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ მაიონეზი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ჯონჯოლი, ლიმონის ცედრა, მდოგვი და კარგად აურიეთ.
შემდეგ ჩააწურეთ ლიმონის წვენი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, პილპილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაუბრუნდით ორაგულს. მოხარშულ თევზს მოაცალეთ კანი და ფხები და დააქუცმაცეთ.
დაუმატეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა, სიმინდი, პირშუშხა, მდოგვი, მაიონეზი, კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. კარგად აურიეთ.
დაფაზე დაყარეთ საფანელი და ამოავლეთ მასში თევზის ფარშისგან გაკეთებული ბურთულები. შემდეგ გააბრტყელეთ ეს ბურთულები და ორივე მხრიდან შეწვით ტაფაზე გახურებულ ზეთში. შეწვას 5 წუთი სჭირდება.
კერძის გაფორმება
ერთი მეორეზე დაალაგეთ 3 კატლეტი. თითოეულს წაუსვით ტარტარის სოუსი. მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი. ზემოდან გააფორმეთ კაპერსით ან ზეითუნის ხილით.
გემრიელად მიირთვით!