მსოფლიო დღეს

მხოლოდ ფიზიკური ძალა: ფხენიანი კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ ომს ელოდება

Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ერთადერთი საშუალება მხოლოდ ფიზიკური ძალაა, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა კან სუნ ნამმა მოსკოვში საერთაშორისო უსაფრთხოების XI კონფერენციაზე.
მისი თქმით, კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული ომის თავიდან აცილება შეუძლებელია და ეს მხოლოდ დროის საკითხია.

„დღეს უკვე აღარ დგას საკითხი, მოხდება თუ არა ბირთვული ომი კორეის ნახევარკუნძულზე, არამედ საკითხი დგას ასე: ვინ და როდის დაიწყებს მას. აშშ-ისა და სამხრეთ კორეის მარიონეტების მხრიდან ბირთვული ომის მანია კორეის ნახევარკუნძულსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიას ბირთვული ომის ახალ კერად აქცევს“, — აღნიშნა მან.

მანამდე, მიმდინარე წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ მიიღეს ვაშინგტონის დეკლარაცია, რომელშიც სეულმა მიიღო პირობა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში შეერთებული შტატები ოპერატიულად გამოიყენებს „ალიანსის მთელ ძალას“, ატომური იარაღის ჩათვლით.
კიდევ უფრო ადრე, გასული წლის სექტემბერში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა იაპონელ კოლეგა იასუკაძე ჰამადასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა დაიცვას კუნძულოვანი სახელმწიფო „ტრადიციული შეიარაღებისა და ბირთვული შესაძლებლობების მთელი არსენალის" გამოყენებით. ამასთან, მან არ დააკონკრეტა, თუ ვინ შეიძლება შეუქმნას საფრთხე იაპონიას.