ბარდა: უნიკალური შემადგენლობის მცენარე - ჯანმრთელობის საწინდარი

ბარდის თითოეული მარცვალი, შეიძლება ითქვას, მენდელეევის ცხრილის ნამდვილი კვინტესენციაა, იმდენად მრავალფეროვანია მისი შემადგენლობა და მაღალია კვებითი ღირებულება.
Sputnik
ბარდა (Pisum) – პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. ბარდის სამშობლოდ აღმოსავლეთი ავღანეთი და ჩრდილო-დასავლეთი ინდოეთი ითვლება.
კულტურაში ფართოდ არის გავრცელებული ჩვეულებრივი ბარდა (Pisum sativum), რომელიც ერთწლოვანი საგაზაფხულო ან საშემოდგომო მცენარეა.
ბარდის შემადგენლობა და კალორიულობა
ახალი ბარდის კალორიულობაა 81 კკალორია 100 გრამ პროდუქტზე, კონსერვირებულის – 58.
ბარდის შემადგენლობაში შედის: წყალი, ნახშირწყლები, შაქარი, საკვები ბოჭკოები, ცილები, ცხიმები, უჯრედისი. მინერალური ნივთიერებები: კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა, თუთია; ვიტამინები: C, PP, B1, A, B6, B2, E, K.
ბარდის სასაგებლო თვისებები
ბარდას აქვს ტოქსიკური ულტრამიკროელემენტი ტყვიის, ასევე ტოქსიკური მიკროელემენტი სტრონციუმის შეგროვების უნარი.
გაღივებული ხორბალი და მისი სასარგებლო თვისებები
არის ცილის წყარო. გამოიყენება სხვადასხვა დიეტის დროს წონაში დაკლებისთვის.
ბუნებრივი შაქრები (გლუკოზა და ფრუქტოზა) სისხლში ინსულინის დაუხმარებლად შედის, რაც დადებითად აისახება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
პირიდოქსინი (B6) ბარდის შემადგენლობაში აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, კრუნჩხვების კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.
ბარდის შემადგენლობაში სელენი, კაროტინი და ასკორბინის მჟავა აქტიურად უწევენ წინააღმდეგობას კანცეროგენურ პროცესებს.
ქლოროფილი ადამიანის ორგანიზმში კალციუმის დონეს აკონტროლებს.
მწვანე ბარდა ვიტამინი A-ს წყაროა, თუ მისი გამოყენებისას ასევე არ იღებენ სახამებლის შემცველ პროდუქტს.
გაღივებული კაკლის უნიკალური თვისებები
ნატურალური შაქრები პროდუქტის შემადგენლობაში ასტიმულირებს ტვინის საქმიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებას და ტვინის შემეცნებით ფუნქციებს.
ბარდა აბრკოლებს დაბერების პროცესს.
შეშუპების საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა.
ანტიოქსიდანტები შემადგენლობაში ასტიმულირებს იმუნიტეტს, ეხმარება ინფექციებთან გამკლავებაში.

ბარდა ძალზე სასარგებლოა ორსულებისთვის, რადგან ფოლიუმის მჟავას დიდი რაოდენობით შეიცავს, ფოლიუმის მჟავა კი ნაყოფის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი. კალიუმი და კალციუმი ბარდის შემადგენლობაში ხელს უწყობს ორსულობის პერიოდში ქალის ძვლოვანი სისტემის შენარჩუნებას.

ცილების მაღალი შემცველობის წყალობით ბარდა ერთ-ერთ ყველაზე მაღალი საკვები ღირებულების მქონე ბოსტნეული კულტურაა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 100 გრამ ბარდაში, მოხარშულ პროდუქტში ცილები არის 7%-დან ზევით, ხოლო ცოცხალ ბარდაში – 25%-მდე.
ინარჩუნებს თუ არა დაკონსერვებული ბარდა სასარგებლო თვისებებს
მწვანე ბარდას ჰოლანდიელი ფერმერები ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში აკონსერვებდნენ. ასი წლის შემდეგ დაკონსერვების ტექნოლოგია ევროპულ ქვეყნებში გავრცელდა. სწორად დაკონსერვებული მწვანე ბარდა მრავალ სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს იმის მიუხედავად, რომ მისი პასტერიზება +130 გრადუსზე ხდება.
ლობიო - ერთ-ერთი უსაყვარლესი საკვები საქართველოში და მისი სასარგებლო თვისებები>>
კონსერვირებული ბარდის სასარგებლო თვისებები:
დადებითად მოქმედებს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის ნორმალიზებაზე
რეკომენდებულია, როგორც დიეტური პროდუქტი სიმსუქნის, კუჭის წყლულის, ქრონიკული გასტრიტის დროს
კარგი საშუალებაა მოწამვლის დროს დეტოქსიკაციისას, ასევე ნაბახუსევზე
არის ადვილად ასათვისებელი ცილის წყარო ორსულებისა და ორ წელს ზემოთ ბავშვებისთვის, ამდიდრებს რაციონს მიკროელემენტებითა და სასარგებლო საკვები პროდუქტებით
ხელს უწყობს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას.
დაკონსერვებული ბარდის მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვინც ნაკლებად მოძრაობს, აქვს პოდაგრა, კენჭოვანი დაავადებები შარდის ბუშტში, ბავშვებისთვის 2 წლამდე.
მშრალი ბარდის სასარგებლო თვისებები
გამომშრალი ბარდის კალორიულობაა 352 კკალორია. ის ასევე მრავალ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, B1, B2, B3, B5, B6, B9, C ჯგუფების ვიტამინებს.
პროდუქტს იყენებენ სისხლძარღვების დაავადებებისა და ტუბერკულოზის დროს დიეტისას. პროდუქცია ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას, ასევე ამცირებს ქოლესტერინის დონეს, რაც ათეროსკლეროზის პროფილაქტიკაა.
სიმინდი და სიმინდის ულვაში: სასარგებლო თვისებები
მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების ფართო დიაპაზონი დადებითად მოქმედებს თმის, ფრჩხილების, სახისა და სხეულის კანის მდგომარეობაზე.
მშრალი ბარდის თვისებებს მიეკუთვნება ასევე ონკოლოგიური დაავადებების, მხედველობის პრობლემების პროფილაქტიკა.
ბარდა შაქრიანი დიაბეტის დროს
ბარდას დაბალი ჰიპოგლიკემიური ინდექსი აქვს – უდრის 35 ერთეულს. ამას გარდა, ბარდა ანელებს ნაწლავებში გლუკოზის შეწოვას. ეს ძალიან კარგი თვისებაა პირველი და მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებისთვის.
ბარდის გამოყენება დიაბეტის დროს
სხვადასხვა კერძის ინგრედიენტის სახით (ბარდის სუპი, ფაფა და სხვ.)
ბარდის ფქვილი (ჭამის წინ ნახევარი ჩაის კოვზის ოდენობით)
მწვანე ქერქის ნახარში (25 გრამი დაქუცმაცებული ქერქი მოხარშეთ 1 ლიტრ წყალში 3 საათის განმავლობაში. მიიღეთ დღის განმავლობაში. ვადა – ერთი თვე).
პროდუქტი დიაბეტის დროს სასარგებლოა ნედლი და მოხარშული სახით. მისი შემადგენლობა სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აბრკოლებს შეკრულობას, რომელიც დიაბეტის დროს არცთუ იშვიათი მოვლენაა.
დაავადებებთან ბრძოლა ხალხური მეთოდებით: დიაბეტი
ბარდის ღივის სასარგებლო თვისებები
პარკოსანი მცენარეების, ზოგადად, და ბარდის ღივი ჯანსაღ საკვებად არის მიჩნეული, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმის დამცავ ძალას და მის რეგენერაციას.
ბარდის ღივს იყენებენ, როგორც:
ანემიის პროფილაქტიკა
ორგანიზმის დეტოქსიკაცია
სისხლში შაქრის მაჩვენებლების ნორმალიზება
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შარდ-სასქესო სისტემის პათოლოგიების პროფილაქტიკა
ნაწლავური გართულებების შემდეგ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რეგენერაცია
ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელი მოქმედება.
ღირებული საკვები ნივთიერებების უზარმაზარი რაოდენობა (ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, ცილები) საშუალებას იძლევა, რომ ბარდის ღივი გამოყენებული იყოს ბავშვთა კვებასა და ვეგეტარიანელების მენიუში.
გენმოდიფიცირებული პროდუქტები – მითები და რეალობა
ღივში ამინომჟავების დიდი რაოდენობა მამაკაცებისა და ქალების რეპროდუქტიული ორგანოების საქმიანობას ასტიმულირებს.
ბარდის საზიანო თვისებები
ბარდა დიდი ოდენობით შეიცავს პურინის ნაერთებს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შარდის მჟავის დონეს ზრდის. შარდმჟავა სახსრებში და შარდგამომყოფ სისტემაში ურატების დაგროვებას აპროვოცირებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს პოდაგრას, კენჭოვან დაავადებებს, თირკმლების დაავადებებს. ვისაც ეს ან მსგავსი დაავადებები აქვს, ჯობს თავი შეიკავოს ბარდის გამოყენებისგან.
ეს დაავადებებია: ნეფრიტი, ქოლეცისტიტი, პოდაგრა, თრომბოფლებიტი, ართრიტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები.
ბარდის კიდევ ერთი უსიამოვნო თვისებაა მომატებული გაზების დაგროვება, ნაწლავების შებერილობა.
მოზრდილებში მუცლის შებერილობის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ პროდუქტს გამოყენების წინ ძალიან კარგად გარეცხავთ, არ მიაყოლებთ ცივ სასმელს, პურს.
P.S. ბარდით თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს.