მსოფლიო დღეს

მასშტაბური ხანძრები ჰავაიზე: დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მაუის და დიდ კუნძულებზე ძლიერი ხანძარი მშრალი და ცხელი ამინდის გამო დაიწყო და ქარიშხალ დორას მიერ მოტანილი ძლიერი ქარის გამო გაძლიერდა.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, იუწყება მაუის ოლქის ხელისუფლება.
მაუის და დიდ კუნძულებზე ძლიერი ხანძარი მშრალი და ცხელი ამინდის გამო დაიწყო და ქარიშხალ დორას მიერ მოტანილი ძლიერი ქარის გამო უფრო გაძლიერდა. ხანძრის ზოგიერთი კერა 400 ჰექტარ ფართობს აღწევს. მანამდე ჯოშის შტატის გუბერნატორი 101 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა.
ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის პოპულარული ტურისტული ქალაქი ლაჰაინა. საუბარია ათასობით სახლზე. ხელისუფლებას გზების გადაკეტვა უწევს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს. ასობით ადგილობრივი მცხოვრები ევაკუირებულია.
აშშ-ში 100 წლის განმავლობაში ყველაზე მომაკვდინებელი ტყის ხანძრების შედეგები ჰავაიზე - ფოტო >>
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უბრძანა ჰავაის ფედერალური დაქვემდებარების ყველა სტრუქტურას, მათ შორის სამხედროებს, ჩაერთონ ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დასახმარებლად ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები და ვერტმფრენები გაგზავნეს.
ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.