საქართველოში ლურჯი მოცვის ნერგებით დატვირთული მანქანა არ შემოუშვეს

ნერგები საქართველოს ტერიტორიაზე ბულგარეთიდან თურქეთის გავლით შემოჰქონდათ.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს 49.280 ცალი ლურჯი მოცვის ნერგით დატვირთული ავტომობილი მავნე ორგანიზმების აღმოჩენის გამო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნერგები ბულგარეთიდან თურქეთის გავლით შემოჰქონდათ.
საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ ფიტოსანიტარიულმა შემოწმებამ გამოავლინა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა – გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები.