თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. კანცლერი ოლაფ შოლცი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი დივერსიის საქმეზე სასამართლო პროცესის გერმანიაში ჩატარების მომხრეა, რის თაობაზეც მან პოტსდამის საარჩევნო ოლქში სიტყვით გამოსვლისას განაცხადამ, იუწყება DW.
„ჩვენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გავარკვევთ, ვინ იყო ეს. და თუ შედეგი არ მოგვეწონება, სარჩელზე უარს არ ვიტყვით. მიტევების იმედი აქ ვერავის ექნება“, — განაცხადა კანცლერმა.
როგორც შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ დივერსია აშშ-მა ან დიდმა ბრიტანეთმა განახორციელა.
ამ დროისათვს გერმანიის გენერალური პროკურატურის გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.
„ჩრდილოეთის ნაკადებზე“, რომლებიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაედინება, დივერსია 2022 წლის სექტემბერში მოხდა. ინციდენტთან დაკავშირებით დანიამ, შვედეთმა და გერმანიამ საკუთარი გამოძიებები დაიწყეს.