თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, აბანოს, ბოტანიკურის, შოთა ნიშნიანიძის, სამღებროს, სანაპიროს, საადის, ირგვლივის, ახუნდოვის, იოსებ გრიშაშვილის, მირზა შაფი ლაზახის, შუშინის, ბააზოვის, ბეთლემის, კოტე აფხაზის, ორბელიანის, შარდენის, თუმანიანის, ორპირის, გომის, ძმები ზდანევიჩების, ჯემალ აჯიაშვილის და სალამის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, ვლადიმერ ვორონინის, ზეზვა გაფრინდაულის, იროდიონ ევდოშვილის, რაფიელ აგლაძის, ვახუშტი ბაგრატიონის, ნადირა ხოშარაულის, არჩილ ქურდიანის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, სანაპირო კოსმონავტების, სლავა მეტრეველის, სამტრედიის, იამანიძის, გორის, თევდორე მღვდლის, ყიფიანის,.ცაბაძის, ელიავას, ქუთაისის და მაიაკოვსკის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ვანის, არჩილ ქურდიანის, იამანიძის, ვლადიმერ ვორონინის, ბათუმის, მაიაკოვსკის, სლავა მეტრეველის, გორის, ხოშარაულის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ივერიელის, ხახანაშვილის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.