13 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გაეცანით 13 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
Sputnik
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
13-22 აგვისტო
13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.
ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება
პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.
13 აგვისტოს დაბადებულები
13 აგვისტოს მგრძნობიარე და მგზნებარე ადამიანები იბადებიან. მათი ცხოვრება წინააღმდეგობებით არის აღსავსე. შეიძლება მოიქცნენ უცნაურად და გაუგებრად. ხშირად ახასიათებთ უტაქტო საქციელი, რაც პრობლემებს უქმნის. არიან ძალზე აქტიური ადამიანები როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან, თუ თავიანთ სხვადასხვა ნიჭსა და უნარს სიკეთისკენ მიმართავენ.
ფორტუნის საათები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>
13 აგვისტოს დაბადებულები ცხოვრებაზე ორიგინალური შეხედულებებით გამოირჩევიან. როდესაც რაიმეს ისახავენ მიზნად, მის მისაღწევად მთების გადაბრუნება შეუძლიათ. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ უამრავი სირთულის გამო დარდობენ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართლა იყვნენ დეპრესიაში და თავს ცხოვრებისგან „გალახულად“ გრძნობდნენ, მაინც ინარჩუნებენ მხიარულებას ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი.
ერთი შეხედვით ძალზე მეგობრულები ადამიანებს მხოლოდ შერჩევით ენდობიან. ურჩევნიათ, თავისნაირ განსხვავებულ ადამიანებთან ჰქონდეთ ურთიერთობები, რადგან არაფრით გამორჩეულ ადამიანებთან იწყენენ. ამ დღეს დაბადებულები ვერ იტანენ ჩაგვრასა და პიროვნების თავისუფლების შელახვას და მთელი ცხოვრება ამის წინააღმდეგ იბრძვიან.
ყველაზე მიუწვდომელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: მათი გულის დაპყრობა ძალზე რთულია
13 აგვისტოს დაბადებულებს აქვთ ლიდერის შესამჩნევი თვისებები, მათთვის აუცილებელია თავიანთი ავტორიტარული ტენდენციების კონტროლი. მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეუძლიათ უდიდესი მოთმინებით აღიჭურვონ და ზუსტი დარტყმის განსახორციელებლად შესაფერისი მომენტი შეარჩიონ.
სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ის, რასაც დიდი და თავდაუზოგავი შრომის ფასად აღწევენ, არ აღმოჩნდება ხოლმე ისეთი ფასეული, როგორიც ეგონათ. ზოგიერთი ამ დღეს დაბადებულთაგან, ვინც აცნობიერებს, რომ განსხვავებულია, ძლევს საზოგადოების მხრიდან აღიარების მოთხოვნილებას და თავის საკუთარ გზას იკაფავს, რომელიც გარშემომყოფებისთვის უცნაური და გაუგებარია.
ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>
ჯანმრთელობა
13 აგვისტოს დაბადებულებს, როგორც წესი, თავიანთი წარმოდგენა აქვთ, რა მოუტანს მათ სიკეთეს და რა ავნებთ. ძირითადად, იცავენ ძილის რეჟიმს, რადგან ძილში ცხოვრებას მათთვის, ქვეცნობიერ დონეზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როდესაც სერიოზულ დაავადებებზეა საუბარი, ისინი ამას ადვილად უმკლავდებიან.
რჩევა:
ეცადეთ, მაქსიმუმი მიიღოთ იმისგან, რაც გაქვთ და ნუ მისცემთ დაბრკოლებებს თქვენზე გამარჯვების საშუალება. უნდა გააკონტროლოთ თქვენი მრისხანება და ტირანიისკენ მიდრეკილება. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, იყავით მეტად მიმნდობი და გულღია.