თურქეთში მიწისძვრა მოხდა

ბიძგები საიმბეილის რაიონში დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. 3,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა თურქეთის სამხრეთში - ადანის პროვინციაში, იუწყება სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრის სამმართველო (AFAD).
უწყების ინფორმაციით, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში („X“, ყოფილი Twitter) გავრცელდა, ბიძგები საიმბეილის რაიონში ადგილობრივი დროით 12:42 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის კერა 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.