ქუთაისში ფემიციდის მცდელობა მოხდა

Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ქუთაისში ქმარმა ცოლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის უცნობია.
ასევე ჯერჯერობით უცნობია, რა იარაღით არის მიყენებული ჭრილობები.
რუსთავში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა >>
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი ადამიანი. სისხლის სამართლის საქმე 11 პრიმა 19-109 მუხლით არის აღძრული , რაც ოჯახის წევრის მიმართ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.