თურქეთში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის კერა 7 კმ-მდე სიღრმეზე მდებარეობდა
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. თურქეთის აღმოსავლეთში, მალათიის პროვინციაში, 10 წუთის განმავლობაში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა, იუწყება კატასტროფების მართვის სამმართველო (AFAD).
უწყების ცნობით, ადგილობრივი დროით 16:39 და 16:40 საათზე დაფიქსირებული მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი იეშილიურთის (Yeşilyurt) რაიონში იყო.
თურქეთში მიწისძვრა მოხდა >>
მიწისძვრის კერა 7 კმ-მდე სიღრმეზე მდებარეობდა. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
დღესვე, თურქეთის სამხრეთში - ადანის პროვინციაში 3,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგები საიმბეილის რაიონში ადგილობრივი დროით 12:42 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.