ტურების ღირებულებამ რუსეთიდან თურქეთსა და საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

დღეს ტურის საშუალო ღირებულება საქართველოში 54,5 ათას რუბლს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ტურისტული ვიზიტების ღირებულებამ თურქეთსა და საქართველოში 2001 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, იუწყება РИА Новости „როსსტატის" მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით.
თურქეთში დასასვენებლად გამგზავრება 2001 წლიდან (საშუალოდ 11 ათასი რუბლი) თანდათანობით გაიზარდა და 2023 წლის იანვარში 52,1 ათასი რუბლი შეადგინა (11 აგვისტოს კურსი - 100 რუბლი - 1,6984 ლარი). ყოველთვიურად ფასები იზრდებოდა. მკვეთრი ნახტომი დაფიქსირდა მაისში - 69 ათასი რუბლიდან 76,2 ათასამდე.
ღირებულება 2023 წლის ივნისში 81,1 ათასამდე გაიზარდა, ხოლო ივლისში - 83,4 ათას რუბლამდე.
საქართველომ რუსი ტურისტებისთვის შესაძლოა გაძვირებული თურქეთი ჩაანაცვლოს - МТС Travel>>
მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ასევე ფასებმა სხვა ქვეყნებში გამგზავრების მხრივ, მათ შორის, ბელარუსში - ზრდა 29,3 ათას რუბლამდე, ამიერკავკასიის ქვეყნები (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) - ზრდა 54,5 ათასამდე, შუა აზია (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) - ზრდა 63,3 ათას რუბლამდე.